სამეზობლოს პროქეტების მენეჯერი
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!
ჩვენ შესახებ:
სითიქომი სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ პროაქტიულ, მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალების მიმართ ყურადღებიან გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება დაეხმაროს სამეზობლოებს საჭიროებების გამოვლენასა და განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
სამეზობლოს წარმომადგენლებისთვის სითიქომის ციფრული პროდუქტების გაცნობა და სამუშაო ინსტრუქციების მიწოდება
მომხმარებელთა პორტფელის ეფექტური მართვა და პორტფელში არსებული კორპორატიული მისამართების შენარჩუნება
სამეზობლოს საჭიროებების დადგენა, პროექტების დაგეგმვა და მართვა
მომხმარებლის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ოპერატიული გადაწყვეტა
მომხმარებლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა და ონლაინ შეხვედრების ჩატარება
საჭიროების შემთხვევაში გასვლითი ვიზიტები სამეზობლოს წარმომადგენლებთან
პორტფელში არსებული სამეზობლოებისთვის დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება და გაყიდვა (upsell)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება
მომხმარებელთან პირისპირ, სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის გამოცდილება
დეტალებზე ორიენტირებულობა და დინამიკურ გარემოში რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვის უნარი
სასურველია კორპორატიული გაყიდვების გამოცდილება
სასურველია CRM პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
რას გთავაზობთ ჩვენ:
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500ლ + საბონუსე სისტემა (ჯამური ანაზღაურება 2000+)
სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათი და კვირა
Fitpass
ყოველკვარტლური დამატებითი Day Off
ჯანმრთელობის დაზღვევა
გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე
დაიწყე კარიერა სითიქომში
შეავსე ფორმა და ატვირთე რეზიუმე