ტალანტების შერჩევის უფროსი სპეციალისტი
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!
ჩვენ შესახებ:
„სითიქომი“ სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ „ციფრულ ყულაბას“, სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ გამორჩეული კომუნიკაციის უნარის მქონე, პროაქტიულ და შედეგებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც შეძლებს ტალანტების შერჩევის სრული ციკლის ეფექტიანად მართვას და იქნება სანდო პარტნიორი, როგორც მენეჯერებისთვის, ისე პოტენციური კანდიდატებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
ტალანტების შერჩევის სრული პროცესის მართვა პოზიციის განთავსებიდან კანდიდატის ონბორდინგამდე (როგორც ტექნიკურ/Tech, ისე ბიზნეს, ოპერაციულ და მენეჯერულ როლებზე)
დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან აქტიური თანამშრომლობა პოზიციების მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით
პოზიციების განთავსება კომპანიის career საიტზე და სხვადასხვა პლატფორმაზე
კანდიდატების შერჩევისთვის მრავალმხრივი საძიებო არხების გამოყენება: სოციალური მედია, პროფესიული პლატფორმები, რეკომენდაციები, ბაზის განახლება, ჰედჰანტინგი და სხვა
ინტერვიუების დაგეგმვა და ჩატარება, კანდიდატებისთვის უკუკავშირის მიწოდება
მიმდინარე ვაკანსიებისა და რეკრუტინგის სტატუსის შესახებ რეგულარული რეპორტინგი
რეკრუტინგის მეტრიკების თრექინგი, შრომის ბაზრის კვლევა და შერჩევის პროცესების მუდმივი ოპტიმიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ტალანტების შერჩევის მიმართულებით (ოპერაციული, მენეჯერული და ტექნიკური პოზიციების შერჩევის გამოცდილებით)
თანამედროვე რეკრუტინგ ინსტრუმენტებისა და sourcing ტექნიკების ცოდნა
გამორჩეული კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მაღალი უნარი
კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2-C1)
რას გთავაზობთ ჩვენ:
სამუშაო დრო: 10:00-18:00, დასვენება შაბათი და კვირა
ჯანმრთელობის დაზღვევა
Fitpass
კვარტალში 1 დამატებითი Day-off
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
გაცნობებთ, რომ „სითიქომში“ შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
დაიწყე კარიერა სითიქომში
შეავსე ფორმა და ატვირთე რეზიუმე