Citycom
ვაკანსიებზე დაბრუნება
ბუღალტერია

უმცროსი ბუღალტერი

სამუშაო ადგილი:თბილისი
გრაფიკი:10:00 - 18:00
დასრულების თარიღი:31 დეკემბერი 2026
ანაზღაურება:1800-2000

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენ შესახებ:

„სითიქომი“ სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ „ციფრულ ყულაბას“, სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პროფესიული განვითარების გარდა, „სითიქომში“ დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლიან გუნდის წევრს, რომელსაც აქვს განვითარების სურვილი და შეძლებს ფინანსური პროცესების ეფექტიან მხარდაჭერას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·        განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან მონათესავე მიმართულებით

·        საბუღალტრო პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება

·        ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა

·        საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა

·        ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება

·        საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა (სიღრმისეული ცოდნა არ მოითხოვება)

ძირითადი მოვალეობები:

·        პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავება, აღრიცხვა და კონტროლი

·        საბანკო ოპერაციების შესრულება, აღრიცხვა და კონტროლი

·        დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი

·        შესყიდვების, რეალიზაციისა და სასაქონლო-მატერიალური მარაგების პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი

·        ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

·        ანაზღაურება: 1800-2000 ლარი (Net), გამოცდილების შესაბამისად

·        სამუშაო დრო: 10:00-18:00, დასვენება შაბათი და კვირა

·        ჯანმრთელობის დაზღვევა

·        Fitpass

·        ყოველკვარტლური დამატებითი Day Off

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების შესახვევი)

გაცნობებთ, რომ „სითიქომში“ შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

 

დაიწყე კარიერა სითიქომში

შეავსე ფორმა და ატვირთე რეზიუმე

ჩააგდე ან აირჩიე ფაილი

PDF, DOC, DOCX — მაქს. 5 MB

დაცულია reCAPTCHA-ით. გამოიყენება Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და მომსახურების პირობები.