დაიწყე კარიერა სითიქომში

გაყიდვების ადმინისტრაციული მენეჯერი

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენს შესახებ:

სითიქომი” სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ “ციფრულ ყულაბას”, სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

“სითიქომში” ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენი მთავარი სამეზობლო – სითიქომის გუნდი! პროფესიული განვითარების გარდა, აქ დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში საინტერესო აქტივობები და ბევრი გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ ორგანიზებულ და დეტალების მიმართ ყურადღებიან გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება გაყიდვების პროცესის ადმინისტრაციულ მხარდაჭრასა და შესაბამისი პროცედურების დაცვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვებისა და კორპორატიული დეპარტამენტების ადმინისტრაციული მხარდაჭერა: ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტის, დანართების მომზადება და პროცესში ჩართულ პირებთან კოორდინაცია;
  • გაყიდვების პროცესებისა და პროცედურების/სანდარტების დაცვის კონტროლი;
  • რეპორტინგის წარმოება;
  • მომხმარებლებისათვის ადმინისტრაციული მომსახურების გაწევა;
  • შიდა ადმინისტრაციული პროცესების მართვა და სისტემაში ასახვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ხელშეკრულებებთან მუშაობის 2+ წლიანი გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • სამუშაო დრო: 10:00-18:00. დასვენება: შაბათ-კვირა
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • კვარტალში 1 Day Off

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

 

 

 

pin-icon
სამუშაო ადგილი: თბილისი
cart-icon
სამუშაოს ტიპი: ოფისი
clock-icon
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
ribbon-plus-icon
განაკვეთი: სრული განაკვეთი
power-icon
დასვენება: შაბათი და კვირა