დაიწყე კარიერა სითიქომში

გაყიდვების უმცროსი მენეჯერი

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენ შესახებ:

„სითიქომი“ სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ „ციფრულ ყულაბას“, სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

პროფესიული განვითარების გარდა, „სითიქომში“ დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გუნდის წევრს, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ონლაინ არხიდან შემოსული ლიდების გადარჩევასა და დამუშავებას, პირველადი კომუნიკაციის წარმართვას პოტენციურ მომხმარებლებთან და მათი საჭიროებების ზუსტ აღწერას. გაყიდვების უმცროსი მენეჯერი აქტიურად იქნება ჩართული შეხვედრებში და სამეზობლო კრებებში, სადაც პოტენციურ მომხმარებელს წარედგინება „სითიქომის“ შეთავაზება.

ძირითადი მოვალეობები:

  • სოციალური მედიიდან და ქოლ-ცენტრიდან მიღებული ლიდების დამუშავება და მათი რეგისტრაცია სისტემაში
  • ვებ-გვერდზე არსებული ონლაინ ფორმებისა და სხვა მარკეტინგული არხების საშუალებით მიღებული მონაცემების გადარჩევა
  • სატელეფონო და ონლაინ კომუნიკაციის წარმოება პოტენციურ მომხმარებლებთან
  • მოსახლეობის საჭიროებების აღწერა და ინფორმაციის დროული მიწოდება უფროსი გაყიდვების მენეჯერისთვის
  • მონაწილეობა სამეზობლო კრებებსა და კარდაკარ ვიზიტებში უფროს გაყიდვების მენეჯერებთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მონაცემების ორგანიზების უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათი და კვირა
  • ფიქსირებული ხელფასი (გამოცდილების მიხედვით) + საბონუსე სისტემა
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან
  • Fitpass
  • დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)

გაცნობებთ, რომ „სითიქომში“ შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

pin-icon
სამუშაო ადგილი: თბილისი
cart-icon
სამუშაოს ტიპი: ოფისი
clock-icon
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
ribbon-plus-icon
განაკვეთი: სრული განაკვეთი
power-icon
დასვენება: შაბათი და კვირა