დაიწყე კარიერა სითიქომში

ტექნიკური გუნდის ადმინისტრაციული სპეციალისტი

Citycom ციფრული სისტემის საშუალებით ეხმარება კორპუსის მაცხოვრებლებს გამოწვევების დაძლევაში, თანხების მობილიზებასა და გამჭვირვალედ განკარგვაში.

ჩვენ ვეძებთ: პროაქტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, თვითორგანიზებულ გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელთა მხარდაჭერასა და მათი პრობლემების გადაჭრაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს?

  • ხელსაწყოებთან დაკავშირებული შემოსული ტექნიკური შეკვეთებისა და მონტაჟი/დემონტაჟის გეგმების ტექნიკოსებზე გადანაწილება შესაბამისი პრიორიტეტებისა და ლოკაციების გათვალისწინებით;
  • მოწყობილობების მონტაჟი/დემონტაჟის დაგეგმარებისას კორპუსის თავმჯდომარეებთან კომუნიკაცია;
  • ტექნიკური შეკვეთების პროგრამული ასახვა;
  • ტექნიკური მოთხოვნის დახურვა და მომხმარებელთან უკუკავშირის დაბრუნება;
  • ინტერნეტ დრაივების მინიმალური ნაშთების კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შევსება;
  • უშუალო ხელმძღვანელისთვის, ტექნიკური მენეჯერისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ყოველდღიურად სხვადასხვა რეპორტის მომზადება/მიწოდება;

სასურველია:

  • მსგავს პოზიციაზე და/ან მომხმარებელთა მხარდაჭერის/ქოლ.ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სატელეფონო კომუნიკაციის გამოცდილება;
  • შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • სამუშაო დრო: 09:00-18:00, დასვენების დღეები ხუთშაბათი და პარასკევი ან შაბათ-კვირა.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული  900  ლარი + საბონუსე სისტემა (საშუალო ჯამური ანაზღაურება 1100 ლარი).
  • მისამართი: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს კომპანიაში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ  შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიასთან.

pin-icon
სამუშაო ადგილი: თბილისი
cart-icon
სამუშაოს ტიპი: ოფისი
clock-icon
სამუშაო საათები: სტანდარტული
ribbon-plus-icon
განაკვეთი: სრული განაკვეთი
user-icon
გამოცდილების დონე: სპეციალისტი
power-icon
დასვენება: შაბათი და კვირა
star-icon
ანაზღაურება: 900
star-icon
ბონუსი: კი