სითიქომი სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ “ციფრულ ყულაბას”, სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირავო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ გაყიდვების უფროს მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების გუნდის ეფექტურ კოორდინაციას, ყოველდღიური პროცესების მართვას და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებას. როლი მოიცავს ოპერაციულ ჩართულობას, გეგმების შესრულების უზრუნველყოფას და გუნდის მხარდაჭერას.
ძირითადი მოვალეობები:
გაყიდვების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის მართვა, ამოცანების გადანაწილება და შედეგების მონიტორინგი
მომხმარებელთან სატელეფონო/პირისპირ კომუნიკაციის დამყარება, კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების წარდგენა
გასვლითი შეხვედრების, სამეზობლო კრებების, პრეზენტაციების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში გამოკითხვების ორგანიზება (კარდაკარ ან ონლაინ რეჟიმში)
გაყიდვების პროცესების, ინფორმაციული ნაკადების და მონაცემთა აღრიცხვის მართვა, CRM სისტემის გამოყენებით
შიდა დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით)
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში
ძლიერი ლიდერული და მოლაპარაკების უნარები
ანალიტიკური აზროვნების უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა
ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
რას გთავაზობთ ჩვენ:
სამუშაო დრო: 10:00–18:00, დასვენება შაბათი და კვირა
ფიქსირებული ხელფასი & საბონუსე სისტემა ( ჯამური ანაზღაურება 4500 +)
ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი).