დაიწყე კარიერა სითიქომში

გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი

ნახევარი განაკვეთი

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით! ვეცდებით, მოგაწოდოთ მაქსიმალურად ამომწურავი და საჭირო ინფორმაცია როგორც სითიქომზე, ასევე პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

სითიქომი ცვლის სამეზობლოს ტრადიციულ კონცეფციას და მას აერთიანებს ინოვაციურ ფინტექ გადაწყვეტილებებთან.

სითიქომი არის საბილინგო სისტემა, იგივე ციფრული ყულაბა, რომელიც სოფტის დახმარებით სამეზობლოს ეხმარება  საჭირო თანხების შეგროვებაში და ავტომატური გადარიცხვების შესრულებაში ისეთი სერვისებისთვის, როგორიც არის ლიფტის მომსახურება, სადარბაზოს დასუფთავება, კორპუსის კეთილმოწყობა და სხვა სამეზობლოსთვის სასურველი სერვისები.

ცოტა მეტი სითიქომის შესახებ:

სითიქომის მისია არის ყველა კორპუსში იდეალური სამეზობლოების შენება, მაგრამ არასდროს გვავიწყდება ჩვენი მთავარი სამეზობლოს შესახებ – სითიქომის გუნდი! პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გუნდი, არასამუშაო საათებში აქტივობები და ბევრი გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პროაქტიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება პოტენციური მომხმარებლის იდენტიფიცირებასა და მათ დაინტერესებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და პროდუქტის გაცნობა
  • თითოეული დაინტერესებული პირის საჭიროების დადგენა და შესაბამისი, მასზე მორგებული შეთავაზების გაკეთება
  • ექაუნთ მენეჯერების შეხვედრების ჩანიშვნა და საორგანიზაციო საკითხების წარმართვა

 რას გთავაზობთ ჩვენ:

  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
  • დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე

 

 

 

pin-icon
სამუშაო ადგილი: თბილისი
cart-icon
სამუშაოს ტიპი: ოფისი
clock-icon
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
ribbon-plus-icon
განაკვეთი: სრული განაკვეთი
power-icon
დასვენება: შაბათი და კვირა